რეგიონებიდან, ტყვიის კონცენტრაცია აჭარაში ყველაზე მაღალია

საქართველოში ჩატარებული, ადამიანის სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის მიხედვით, აჭარაში, მძიმე მეტალი ყველაზე მეტად არის მომატებული. ყველაზე ნაკლები მატება კი ქვემო და შიდა ქართლშია.

რეგიონების მიხედვით, კვლევის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება: სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს: აჭარაში – 85%; გურიში-73%; თბილისში – 30%; იმერეთში – 61%; კახეთში – 25%; მცხეთა-მთიანეთშ – 20%; სამეგრელო, ზემო სვანეთში – 71%; სამცხე-ჯავახეთში – 32%; ქვემო ქართლში – 18%; შიდა ქართლში – 21%. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს, კვლევის შედეგები შემდეგია: აჭარში – 50% გურიში – 44%; თბილისში – 7%; იმერეთში – 23%; კახეთში – 4%; მცხეთა-მთიანეთში – 6%; სამეგრელო, ზემო სვანეთში – 29%; სამცხე-ჯავახეთში – 12%; ქვემო ქართლში – 6%; შიდა ქართლში – 4 %.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. რაც შეეხება მიღებული შედეგების შემდგომ ღონისძიბებს, როგორც ცეტრში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უკვე დაიგეგმა.

„2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს,“ – აცხადებენ ცენტრში.

მსგავსი თემები