“გზაზე მეწყერი შეიძლება 2-3 წელიწადში ან ხვალაც წამოვიდეს”-სეისმოლოგი წყნეთის გზაზე

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” მთავარი სეისმოლოგის თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებული საყრდენი კედლები მეწყერს ვერ შეაჩერებს. 

როგორც თეა გოგოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, წყნეთის საავტომობილო გზა მოწყვლადია და მეწყერი შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოვიდეს. მისი თქმით ერთადერთი გამოსავალი წყნეთის საავტომობილო გზის კონსტრუქციის შეცვლაა. 

“ამ ფერდზე უხეში ჩარევა იყო. მოიხსნა ფენები, რამაც ხელი შეუწყო მეწყრული პროცესებს. ეს ფერდი ისედაც მეწყრული იყო და როცა ამაში უხეშად ერევი მას უფრო აქტიურს ხდი. ის უნდა ყოფილიყო სულ სხვა ტიპის გზა. ფულის დაზოგვა იქ არ შეიძლებოდა. ვერაფერს ვერ მოიფიქრებთ თუ გზის კონსტრუქციას არ შეცვლით. ის არის მოწყვლადი რეგიონი და მთა ყოველთვის ტრიგერირებადი იქნება ნებისმიერი კატასტროფის შემთხვევაში. გზაზე მეწყერი შეიძლება 2-3 წელიწადში ან ხვალაც წამოვიდეს და საშიში იქნას,”-განაცხადა თეა გოდოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

სეისმოლოგის განცხადებით, საქართველოს დღეს არ ჰყავს შესაბამისი განათლების მქონდე ინჟინრები,რაც მსგავსი პრობლემების მიზეზია. 

“ამას სჭირდება სპეციალისტი, თუმცა ეს სპეციალისტები ძველი წავიდა და ახალი სამწუხაროდ არ გაგვიზრდია. გამოსავალი არის ის, რომ კონსტრუქცია შესაბამისად უნდა დათვალოთ. ეს არის გამოსავალი. ამ კონსტრუქციას თვლის შესაბამისი განათლების მქონე ტექნიკური ინჟინერი,კონსტრუქტორი და მთელი სპექტრია საინჟინრო მიმართულებების, რომელიც გზის მშენებლობაზეა ფოკუსირებული. როდესაც შესაბამისი განათლება გაქვთ თქვენ ამას აკეთებთ, თუ არ გაქვთ და ამას ვერ აკეთებს და იღებთ იმ საინჟინრო კონსტრუქციას, რომელიც დღესაა,”-განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მსგავსი თემები