მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბოლო ინფრმაციით, დაკავებული მცხეთის პოლიციის იზოლატორში იმყოფება.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავეულის ავტომანქანაში ჩატერბული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშულებები.

„მედიაცენტრი მთავარი“ დაკავებულის ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტებებისგან თავს იკავებს.

„ველოდები გარკეული საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებას, საქმეს ბოლომდე არ ვიცნობ, შესაბამისად, მიჭირს განმარტებები გავაკეთო და ფაქტზე ვისაუბრო“ – განუცხადა გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დაკავებული ამ ეტაპისთვის მცხეთის პოლიციის იზოლატორში იმყოფება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.

მსგავსი თემები