„კლანი უნდა წავიდეს“ – მსვლელობა პარლამენტიდან სასამართლომდე

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

„კლანი უნდა წავიდეს“ – ამ ლოზუნგით, აქციის მონაწილეები მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით არსებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და პრინციპების დონეზე მის შეცვლას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენლები არიან. ა

ქციის მონაწილეები პროტესტს გაგრძელებას პარლამემნტთან გეგმავენ, სადაც მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაშ სამართლიანობა მთავარი პრობლემაა, რასაც არსებული მოსამართლეთა „კლანი“ უზრუნველჰყოფს.

„სამართალს და სამართლიანობას ძალიან ცუდად ეთამაშებიან. ამით კი საზოგადოების გამოწვევასა და პროვოცირებას ცდილობენ. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა და ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მოსამართლეებად გამწესდნენ ღირსეული კანდიდატები. საზოგადოება ითხოვს სამართალს და ეს მოთხოვნა არ შეწყდება მანამ, ვიდრე სამართლიანობას არ მივაღწევთ“ – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები