ანა ბაგრატიონს გაჩუმების სანაცვლოდ 100 000 ლარზე მეტი შესთავაზეს და ძალადობის კადრების გავრცელებით დაემუქრნენ

  •  

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საკუთარი შვილის ცემას გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ მომხდარა. მისი ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ შესაძლოა, ანას საწინააღმდეგოდ არარეალური ინფორმაცია გავრცელდეს და საზოგადოებას აფრთხლებს, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ დაიჯეროს.

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ შესაძლოა, გავრცელდეს დამატებით შავი პიარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც ეხება ანას მიერ, მცირეწლოვანი გიორგის ცემის ფაქტს რაც არის ტყუილი და გათვლილი იმაზე, რომ ანას მსგავსი ფაქტის გასაჯაროებით უკან დაეხია. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გამორიცხულია, რაიმე ტიპის კომპრომატი არსებობდეს ანას მიერ გიორგიზე ფიზიკური ძალადობის“, – ასეთია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გზავნილი, რომელიც ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას არ აპირებს.

„ჩვენ არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ პროცესს იმისთვის, რომ სასამართლო დავიყოლიოთ, რომ საქმე განიხილოს. მინდა, რომ სასამართლომაც გააანალიზოს თავისი როლი ზემდგომ ინსტანციაში და დაინახოს, თუ რამდენად დიდია ამ დავის გარშემო ინტერესი. სამართლებრივად, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ არც თავის შეცოდებას ჰქონდა შედეგი და არც ფინანსური შემოთავაზებით დაინტერესებას. ვერც მუქარა გაჭრის, რადგან ჩვენ დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

იმ შემთხვევაში, თუ დავით ბაგრატიონი მუქარას და ანა ბაგრატიონისთვის თანხის შეთავაზებას უარყოფს, მისი ადვოკატი, „მედიაცენტრ მთავარში“ პირობას იძლევა, რომ მუქარის შემცველ სატელეფონო ჩანაწერს გაასაჯაროვებს.

„ამ მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს. არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მოწინააღდეგე მხარის მხრიდან მისი უარყოფა ან არასწორი ინტერპრეტაცია, იძულებული ვიქნები, ის გავასაჯოროვო. ანაზე მუქარა 2 დღის წინ მოხდა. რაც შეეხება თანხას, გეტყვით, რომ შეთავაზება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 90 000 ლარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამას არ დათანხმდა, რადგანაც, ამ დავის ინტერესი ფული არ არის. დავის მთავარი მიზეზი არს ის, რომ საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა არ შეეძლოს იმ პირს, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახს არ წარმოადგენს. თუ ეს პირობა ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენი მხარისთვის სხვა ალტერნატიული შეთავაზების პირობა მისაღები არ არის“ – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები