იშვიათი ლითონების საბადო 788 350 ლარად 

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტომ, ელექტრონული აუქციონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის საბადოს კეთილშობილი და იშვიათი ლითონების – ოქრო-სპილენძის შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია 788 350 ლარად გასცა.

ლიცენზიის საწყისი ფასი 11 150 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის გამარჯვებული ფიზიკური პირი გახდა. 

“გამარჯვებული ვალდებულია არაუმეტეს სამი წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა,”-წერია სალიცენზიო პირობებში. 

ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულებას იღებს, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მინიმუმ 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

“ლიცენზიის მფლობელმა სამთო სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სამუშაოების განხორციელებისას მუდმივად უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი. შესწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველი ექვსი თვის ვადის დასრულებიდან ხუთ სამუშაო დღეში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში,”-აღნიშნულია სალიცენზიო პირობებში.

სალიცენზიო პირობების ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლის პერიოდში საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.

მსგავსი თემები