„მოვლენებს ვაკვირდები, ჯერჯერობთ, „დაიცავი საქართველოს“ ვერ შევუერთდები“ – ია მეტრეველი

ყოფილი ხელისუფლების პირობებში, კორტების სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ამ ეტაპისთვის მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ არ უერთდება.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურად აღნიშნა, არ გადაუწყვეტია დადგება თუ არა, „დაიცავი საქართველოს“ გვერდით.

„ჯერჯერობით, არ ვარ ჩამოყალიბებული ვუერთდები თუ არა “დაიცავი საქართველოს”. ადრე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით, მაგრამ ახლა არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ვერ გავერკვიე საერთოდ რა ხდება. ვაკვირდები ჯერ მოვლენებს, რომ გამოიკვეთოს“ – აღნიშნა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავრთან“ საუბრისას.

„მთავარის“ კითხვას, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თქვენ ამომრჩევლებს პირობა მიეცით, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვლებოდა, როგორ აპირებთ ამ პირობის შესრულებას? ია მეტრეველმა გვიპასუხა, რომ ის ცდილობს, პირობა შეასრულოს.

„ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვცდილობ, ის პირობა შევასრულო, რაც ხალხს მივეცი და ამაზე ძალიან ვნერვიულობ. მგონია, ვითარება და ის საკითხები, რაც პრობლემა იყო, გამოსწორდება. ამ თემებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრები. ველოდები, რომ ნამდვილად გამოსწორდება ვითარება. სამართლიანობიდან დაწყებული, სოციალური ვითარებით დამთავრებული, ბევრი რამ შესაცვლელია. ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს და ამის პირობას მაძლევენ. ამიტომ ჯერ ვაკვირდები“ – განუცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენრ მთავარს“. ​

მსგავსი თემები