„დღეს, სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან მურუსიძის განცხადებით, დღეს სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია. ასეთი დამოუკიდებლობა კი სისტემას საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ჰქონია.

„დღევანდელი სასამართლო პირველ ადგილზეა ყველა გამოკითხვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, ჩვენი სასამართლო პირველ ადგილზეა იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა აქვს და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები“ – აცხადებს ლევან მურუსიძე.

მისივე შეფასებით, დღეს ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ირებს და მისი ჩარევა რომელიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნულოვანია: „მართალია, მე ვარ ლიდერი, მაგრამ კონკრეტულ გადაწვეტილებას იზიარებს ის მოსამართლე, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას და აწერს ხელს. მე ვარ ლიდერი, ვიცავ სასამართლოს და მოსამართლეს, რომ გადაწყვეტილების მიღებაშიარავინ ჩაერიოს და შესაბამისად, მათ მიეცეთ ყველა ის საშუალება, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ“.

მსგავსი თემები