როგორ აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის კუთვნილი სიწმინდე პარიზში – „ჩვენი ქალბატონის“ რელიქვია გადარჩა

ნოტრ დამი, იგივე „ჩვენი ქალბატონი“, ასე ჰქვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც მთლიან განადგურებას გადაურჩა. რაც ყველაზე მნიშველოვანია, ცეცხლი არ შეხებია ტაძარში დაცულ რელიქვიებს. უვნებელია მთავარი ქრისტიალული სიწმინდეები, ქრისტეს გვირგვინი და ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ასევე, ქრისტეს კვართი და წმინდანების ქანდაკებები.

რაც შეეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაცულ დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილს, ჯვარს, ხანძარი არც მას მიკარებია. საინტერესოა, საიდან აღმოჩნდა ეს სიწმინდე პარიზში?

როგორც ერთ-ერთი მომლოცველი წერს, ჯვრის გაყიდვის 2 ვერსია არსებობს.

„ფრანგი ბერის, ანსელუსის თანახმად, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან, ანუ ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა. უფრო სარწმუნოა სხვა ვერსია, რომ ჯვარი თან ჰქონდა დედოფალ რუსუდანს, დავითის პირველ მეუღლესა და დემეტრეს დედას და მან მიჰყიდა ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი ფრანგ ჯვაროსნებს, ვინაიდან იერუსალიმის ქართულ მონასტრებს შიმშილი ემუქრებოდა. იმ პერიოდში, სელჩუკებთან ომის მიზეზით, საქართველო ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს, ქართულ მონასტრებს მატერიალურად ვეღარავინ ეხმარებოდა. დავითის მეუღლემ, ქართველ ბერ-მონაზონთა გადარჩენის მიზნით, დიდძალ თანხად შესთავაზა ჯვარი ჯვაროსნებს. როდესაც ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით დააბრძანეს პარიზში მდებარე ბაზილიკაში, რომლის ადგილას მოგვიანებით აშენდა პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი”, – წერს ერთ-ერთი მომლოცელი.

სურათზე გამოსახულია ე. წ. რელიქვარიუმი, რომლის ზედა ნაწილშიც სწორედ ეს ჯვარია დაბრძანებული.

„უფლის შემწეობით, პარიზში ჩვენს შემდგომ მომლოცველობით მოგზაურობაში, ქართულად აღვავლენთ სავედრებელ პარაკლის ამ უდიდეს სიწმინდესთან!“ – წერს ქათველი მომლოცველი.

მსგავსი თემები