სალომე სამადაშვილი: „უკრაინა და საქართველო ვერ შეინარჩუნებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ პარალელებს ავლებს და წერს, რომ ეს ორი ქვეყანა, როგორც მსხვრპლი რუსული აგრესიის და ოკუპაციის, ეკონომიკურ-პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ დასავლურ სტრუქტურებში ინტერგრაციისა და მათი თანადგომის გარეშე.

„ორივე მათგანი რუსეთის ვასალი სახელმწიფო გახდება, ესეთია ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკა. ევროკავშირს, პოლიტიკური მეცნიერების ენაზე, ხშირად “კეთილთვისებიან იმპერიას” უწოდებენ. დიახ, ორივე, ნატო და ევროკავშირი არის გაერთიანება, რომელში გაწევრიანებაც მოითხოვს მათ მიერ დადგენილი თამაშის წესების მიღებას. ის, რომ ეს თამაშის წესები მათი არჩევანიცაა, ქართველებმა და უკრაინელებმა მრავალჯერ განაცხადეს. საბოლოო ჯამში, ჭკვიანი ხალხიც ვართ და მამაციც. უკრაიანა უკანასკნელი ქვეყანააა, სადაც ევროპის იდეისთვის ხალხი დაიღუპა, მაედანზე. თუ რომელიმე პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინელებს ან ქართველებს რაიმე სხვა, უკეთესი არჩევანი აქვთ, ინტერესით მოვისმენ არგუმენტებს, ჯერ ესეთი არ მომისმენია, ინაშვილი-ბურჯანაძის ინტელექტუალური და მორალური კალიბრის არგუმენტებს არ ვგულისხმობ, ცხადია” – წერს დეპუტატი.

მსგავსი თემები