5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია

5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – ევროპის ძალოსნობის მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია.

 2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძეა. მას აქვს 3 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი.

2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა.

ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდეტნმა კახი კახიაშვილმა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს გადასცა. კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სახელით, მიხეილ ბატიაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.­

მსგავსი თემები