საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” შეკრება დაიწყო

  •  

დავით მაღრაძის ინიციატივით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები იკრიბებიან. როგორც დავით მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული იქ მომსვლელი ადამიანის აზრი გახლავთ, რომ შეწყდეს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მაღრაძის თქმით, თუ დროულად არ შევაჩერეთ ეს ორი ძალა, მათ ბრძოლას სეეწირება ჩვენი ქვეყანა.დავით მაღრაძე თავად პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს, თუმცა აქ შეკრებილი დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ შეიქმენება ახალი პოლიტიკური ძალა.

„შეკრების მთავარი მიზანი ოცნების წასვლაა ნაც.მოძრაობის დაბრუნების გარეშე.  არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, ვრჩები საზოგადოებრივ ფრონტზე. მთავარი ამოცანაა ოპრპოლუსიანი სისტემიდან გათავისუფლდეს საქართველო. ისე უნდა გათავისუფლდეს ოცნებიდან ქვეყანა რომ ვერ დაბრუნდეს ნაც.მოძრაობა. ესაა ეროვნული ამოცანა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების. ეს ორი მახინჯი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მინიმალურად უნდა იყვნენ წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში,“- განაცხადა დავით მაჭრაძემ.

ღონისძიება ერთი საათი გაგრძელდება.

მსგავსი თემები