„დავით ბაგრატიონს შსს-ს კიბეებზე ვერავინ ნახავს“ – „მეფე“ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

  •  

დავით ბაგრატიონ გრუზინსკი, ყოფილი მეუღლის ბრალდებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს.

დავით ბაგრატიონის უფლებების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამის უფლებას კანონმდებლობა აძლევს.

“რაც შეეხება ოჯახური ძალადობის საკითხს, ეს საქმე სასამართლომდე არ მისულა და არც აქვს პერსპექტივა რომ სასამართლომდე მივა. საქმე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროშია და მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დავით ბაგრატიონის დაკითხვას, კანონმდებლობის შესაბამისად, როგორ ადის დავითი ქალაქის სასამართლო კიბეებზე, ამ სცენას ვერავინ ნახავს. თუნდაც, კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც ადამიანს აძლევს უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღდეგ ჩვენება და შეინარჩუნოს დუმილის უფლება. ადამიანის დუმილის უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მის წინააღმდეგ“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები