„დავით ბაგრატიონი დედოფალ ანას ქონებას არ გაუყოფს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ფონზე, რაც ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ იკადრა, დავიტ ბაგრატიონ-მუხრანელი“ მას საკუტარ ქონებას არ გაუყოფს“ – ეს განცხადება დავით ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

გარდა აღნიშნულისა, როგორც ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დედოფალს ქორწინების პერიოდში ხელი აქვს მოწერილი, რომლის მიხედვითაც, მან უარი თქვა მეფის მხრიდან რაიმე სახის კონპენსაციაზე.

“ბაგრატიონის შემდეგი დავა იქნება ქონების გაყოფაზე. დავით ბაგრატიონი, ამ ფონზე, არ აპირებს ქონება გაყოს, რადგან, ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ბატონ დავითს ავტომობილები მემკვიდრეობით მიღებული თანხით აქვს შეძენილი. ამასთანავე, ანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლითაც მან უარი თქვა კონპენსაციაზე. უზენაეს სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მეუღლეთა ქონება არ ექვემდებარება გაყოფას, რომელიც ფაქტობრივი განქორწინების შემდეგ იქნა შეძენილი,”- განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის თქმით, დედოფალი ქორწინების პერიოდში დავით ბაგრატიონის მიერ შეძენილი სამი ავტომობილის ღირებულების თანხის გაყოფას ითხოვს.

“ქორწინების პერიოდში დავით ბაგრატიონის მიერ შეძენილი იქნა 3 ავტომობილი, რომელთაგან ერთი განადგურდა და მოიხსნა რეგისტრაციიდან. მათი შეფასებით, სამივე ავტომობილის ერთობლივი ღირებულება 180 ათას ლარს შეადგენს. რეალურად ავტომობილების ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს გრუზინსკებმა შეაფასეს. ანა კი 180 000-ის ნახევარსმ ანუ, 90 000 ლარს ითხოვს“ – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცნეტრ მთავარში”.

მსგავსი თემები