საგზაო და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები ამოტრიალებული მანქანების კამპანიას აკრიტიკებენ

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმის, „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძე, თბილისის ქუჩებში ამობრუნებული მანქანების განთავსების იდეას იწუნებს და დედაქალაქის მერიას აკრიტიკებს. მისი თქმით, ამობრუნებული ავტომობილების განთავსება ქალაქს ამახინჯებს, არაესთეტურია და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ასეთი კამპანია არაეფექტიანი და მოძველებულია. სატრანსპორტო საკითხების სპეციალიატი განმარტავს, რომ ვიზუალური პრობლემების გარდა, ზიანდება გზის საფარი და ტროტუარები. მისივე შეფასებით, ეს კამპანია შედეგის მოტანის ნაცვლად მძღოლებს „ყურადღებას გაუფანტავ“. მაშინ როცა თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა შესაძლებლობას დამზადდეს 3D ბილბორდები და ილუსტრირებული გრაფიკები, ვასილ ურუშაზის აზრით,  ჯართის და დამტვრეული ავტომობილების დედაქალაქში გამოფენა უხერხულიც კია.

„შუა ქალაქში დამტვრეული ავტომანქანების განთავსება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში არაფრის მომცემი იქნება გარდა იმისა, რომ დაამახინჯებს ქალაქს და ხელს შეუწყობს საცობების წარმოქმნას.  ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მანქანების გამოფენა, შესაძლოა, ეფექტიანი ყოფილიყო მომატებული საფრთხის მქონე გზებზე, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, მაგალითად, გომბორის უღელტეხილზე, საქალაქთაშორისო გზებზე და მაგისტრალებზე. ქალაქში ამის გაკეთება უგემოვნობასთან ერთად დაუშვებელიცაა.“ – განმარტა ურუშაძემ.

მსგავსი თემები