„მოსამართლე, რომელმაც დაკვეთა ერთახელ მაინც შეასრულა, სისტემაში არ უნდა რჩებოდეს“ – გიორგი ლომია

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი და ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლეების ადგილი არ არის.

როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლეები ყოველთვის დაკვეთის მოლოდინში იქნებიან.

„ბიძინა ივანიშვილი ამბობს ესეთ რამეს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვები, შექმნა „ნაც. მოძრაობის“ სისტემამ და ამაში ვეთანხმებით. ჩვენს პოზიციას რაც შეეხება, მოსამართლე, რომელმაც ერთხელ მაინც შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, არ შეიძლება, სასამართლო სისტემაში რჩებოდეს. ასეთ შემთხვევაში, გარანტია არ არსებობს, , რომ ის არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას“ – აღნიშნა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მას, ასევე, მმართველ გუნდთან აქვს კითხვა – რატომ იცავენ საზოგადოებაში ნდობა და იმიჯ დაკარგულ ადამიანებს.

„საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რატომ იცავენ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა დაკარგეს საზოგადოებაში? საზოგადოების მხრიდან, პრეტენზიები მოდის, რომ თუ ამ ადამიანებს თავის დროზე აქვთ ჩადენილი დანაშაული, თქვენ დღეს ამ ადამიანებს რატომ იცავთ. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი „ნაც მოძროაბის“ დაკვეთებს აღარ ასრულებენ? რატომღაც, „ქართული ოცნების“ მხრიდან სერიოზული მცდელობაა იმისა, რომ ის მოსამართლეები, რომლებმაც ნდომა დაკარგეს, სისტემაში უნდა დარჩნენ“- აცხადებს გიორგი ლომია.

რაც შეეხება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, მისივე შეფასებით, კრიტერიუმების შემოღებით არაფერი იცვლება: „კარგია, როცა მოსამართლე პროფესიონალია, მაგრამ თუ მას არ მოსდევს კეთილსინდისიერება, მისი პროფესიონალიზმი მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ. მისი პროფესიონალიზმი ამ შემთხევაში მეორეხარისხოვანია. გვინდა ასეთი სასამართლო სისტემა? ჩვენ გვინდა თავისუფალი სასამართლო სისტემა, რომელსაც არც „ნაც მოძრაობის“ შეეშინდება და არც „ქართული ოცნების“. საუბარი იმაზე, რომ დღეს სასამართლო სისტემა თავისუფალია, ილუზიაა.”

მსგავსი თემები