ორთაჭალაში ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა

   ავტოსაგზაო  შემთხვევა ორთაჭალაში – სატვირთო მანქანა სავარაუდოდ ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს მანქანა დაუგორდა. ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.