„თუ მოსამართლეთა სია განსხვავებული არ იქნება, მხარდაჭერას ვერ მიიღებენ“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პარლამენტში წარმოდგენილი მოსამართლეთა კანდიდატების სია განსხვავებული არ იქნება, მხარდაჭერას ვერ მიიღებენ.

როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მოსამართლეთა შერჩევის საკითხში, იუსტიციის საბჭოს ფუნქციები მცირდება.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია, ამ მოსამართლეებს, მურუსიძე-ჩინჩალაძეეებს მხარს არ დავუჭერთ. თუ სხვა კანდიდატურები იქნება, ვიმსჯელებთ. კანდიდატები ისეთი მოსამართლეები არ უნდა იყვნენ, რომელთაც საზოგადოების ნდობა არ აქვს და საეჭვო კითხვებს იწვევს“, – განაცხადა გია ჟორჟლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის არსებული კრიტერიუმები დიდად არ განსხვავდება იმ მეორე ვარიანტისაგან, რომელიც პარლამენტში არსებობს.

„მთავარი საკითხი არის პროცედურა, სადაც იუსტიციის საბჭოს ენიჭება ტექნიკური ფუნქცია. ერთია, რომ ყველა ის კანდიდატურა, რომელიც შეიტანს განაცხადს მოსამართლეობაზე, საბჭომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს და გადარჩევის ფუნქციას ახორციელებს პარლამენტი, ან, იუსტიციის საბჭო 100 კანდიდატიდან თავად გადაარჩევს 10 კანდიდატს და ათივეს გააგზავნის პარლამენტში განსახილველას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება“ – აღნიშნა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები