“20 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატება საქართველოსთან ერთად ევროსბჭოსაც ეკუთვნის” – მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს წევრებს საქართველო განვლილი გზა გააცნო. მისი თქმით, 20 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატება საქართველოსთან ერთად ევროსბჭოსაც ეკუთვნის. პრემიერმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროსაბჭოს დახმარებით აქვს ამბიცია რეგიონში მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება.

„20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებას მთელი რიგი ვალდებულებები მოჰყვა. ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები.საქართველომ წინსვლა იქონია ყველა ამ მიმართულებებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

მან  თანადგომისა და მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს.

მსგავსი თემები