„მურუსიძე, ჩინჩალაძე – ეს გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენგან“ – ბიძინა ივანიშვილი

„მურუსიძე, ჩინჩალაძე – ეს გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენგან. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს მათზე აქცენტი არასდროს გაუკეთებია. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოში არსებულ კლანზე საუბრისას.

მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელზეც ისაუბრა და თქვა, რომ გიგაურმა ხალხის დამარბევლები დააჯილდოვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური, ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს, დარბეული ხალხი დააჯილდოვა. ის დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება. ეს ყველაფერი გუნდში განვიხილეთ, მჭირდება, რომ, ეს ტელემაყურებელს შევახსენო. 2013 წელს გიგაური წერს, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა აირჩიოს და „ქართულ ოცნებას“ მიგვანისნებდნენ, რომ არ გაბედო, მოსამართლეებს შეეხოთ-ო. ნახეთ გიგაური რა დღეშია, როგორ ილაშქრებს და უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიც არის და ყოველდღე პოზიციებს ცვლის“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ე.წ. ხმაურიანი მოსამართლეების გვარებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გუნდმა მათ შესახებ არაფერი იცოდა: „ როდესაც მურუსიძე, იქ ჩინჩალაძეც გამოჩნდა და როგორც ჩანს, ეს გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენგან. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს მათზე არასდროს აქცენტი არ გაუკეთებიათ, გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ზოგადად, მურუსიძის გვარი და ჩინჩალაძის, რომელსაც 300 საქმეზე მეტი არ განუხილავს, ამაში სდებენ ბრალს. მურუსიძეს სდებენ ბრალს, რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა. ეს თუ არ განვიხილეთ, ისე ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევთ. ყველა ეს პრობლემა და ეს გვარები და მათი ოდიოზურობა და კლანურობა ეს ყველაფერი მოდის „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათგან მართუელი ენჯეოების მხრიდან. ეს შეგიძლიათ ნახოთ მედიაში. აშკარად ეს ყველაფერი ჩანს. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მის დაბრუნებას ცდილობენ.“ 

მსგავსი თემები