ნორმადქცეული კანონდარღვევა მომსახურების სექტორში – დასაქმებულთა უფლებების დარღვევა გრძელდება

  •  

დასაქმებულთა უფლებების დამრღვევ კომპანიათა რიგებს „სპარიც“ შეუერთდა. კანონდარღვევებზე ამჯერად „სპარის“ თანამშრომელი ალაპარაკდა.

მარიამ გვალიამ „სპარში“ კონსულტანტის პოზიციაზე სულ რაღაც 6 კვირა დაჰყო. ამბობს  რომ მისი და კოლეგების უფლებები აქ ყოველდღიურად ირღვეოდა. „სპარში“ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება კონსულტანტებს ანაზღაურების გარეშე უწევთ, ასრულებენ ისეთ სამუშაოსაც, რომელიც კონსულტანტის მოვალებაში არ შედის. პრეტენზიის შემთხვევაში პასუხი ასეთია: „არ მოგწონს? წადი.“

გვალიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მიმართავს თუ არა სასამართლოს „სპარის“ წინააღმდეგ. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ კონსულტაციებს გადის ადვოკატებთან.

„მთავარი“ „სპარის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას დაუკავშირდა. მარიამ კოჭლამაზიშვილმა განაცხადა, რომ გვალიას საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თხოვნის მიუხედავად, არც საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურს დაგვაკავშირა და არც სხვა პასუხისმგებელ პირებთან. კოჭლამაზიშვილი დაგვპირდა, ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ამ საკითხზე სასაუბროდ თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად კომპანიიდან არავინ დაგვკონტაქტებია.

პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა აცხადებს, რომ „სპარის“ მსგავსად ამ პრობლემისადმი სირაქლემის პოზა აქვს თითქმის ყველა „მოძალადე“ დამსაქმებელს. დღეს დასაქმებულთა უფლებები თითქმის ყველა სფეროში ირღვევა, თუმცა მომსახურების სფეროში ამ მხივ სავალალო მდგომარეობაა. კონსულტანტებს კვიაში 60 საათიანი მუშაობა უწევთ, ითავსებენ დამლაგებლის, დაცვის, მესაწყობის, ადმინისტრატორის, ხშირად მენეჯერის ფუნქციასაც.

„ სახეზე გვაქვს ადამიანების ექსპლუატაციის თვალსაჩინო შემთხვევები. მაღაზიათა თითქმის ყველა ქსელში ასეთ დღეში არიან კონსულტანტები. მომმართავენ „ნიკორას“, ორი ნაბიჯის“, „ფრესკოს“, „ბიბლუსის“, „ჩირინას“ თანამშრომლები. ცუდი ისაა, რომ ხშირად ისინი მომმათავენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკარგავენ სამსახურს. მუშაობისას ხმას თითქმის არავინ იღებს. დასაქმებულებს აკლია სოლიდარობა ერთმანეთის მიმათ, რითაც ბოროტად სარგებლობენ დამსაქმებლები.“ – აცხადებს თამარ სურმავა.

პროფესიული კავშიების გაერთიანების იურისტმა გაგვაცნო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პროფკავშირების მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით, სუპერმარკეტებში დასაქმებულა უმრავლესობა (93%) ახალგაზრდაა (18-30 წელი).  უფლებადამცველი გვიხსნის, რომ ეს არის სფერო, სადაც ძირითადად დასაქმებულები არიან პირები, რომლებიც ახლა იწყენებ შრომით ბაზარზე შესვლას, რომელთა ცნობიერების დონე შრომით უფლებებთან მიმართებით შედარებით დაბალია და რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ის მიზერული ხელფასი, რომელსაც დამსაქმებელი უხდის მათ.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ  შომითი უფლებების შელახვის პრევენციის საუკეთესო საშუალება შრომის ინსპექციის ეფექტიანობის გაზდაა. სურმავას განმარტებით, დღეს შრომის ინსპექტიებისას ყურადღება მახვილდება შრომის უსაფთხოებაზე და ყურადღების მიღმა რჩება უფლებრივი ნაწილი, კერძოდ, რამდენად დაცულია საკონტრაქტო პირობები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის? რამდენად თავსებადია კონტრაქტები შომის კოდექსთან? ანაზღაურებადია თუ არა ზეგანაკვეთური შრომა? რამდენად კანონშესაბამისია დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნა და სხვა უამრავი შრომითი ურთიერთობა?

„დღეის მდგომარეობით შრომის ინსპექციას არ აქვს მანდატი ორგანიზაციებში მოახდინოს  შრომის უფლებების დაცვის კონტროლი. შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდება მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე და არა უფლებებზე. მაგალითისათვის, შრომის ინსპექტორი ვერ გააკონტროლებს და ვერ დააჯარიმებს დამსაქმებელს იმის გამო, რომ იგი დასაქმებულს არ უფორმებს წერილობითი ფორმით ხელშეკრულებას, არ უნაზღაურებს ზეგანაკვეთურად ნამუშევარ სამუშაოს, არ აძლევს შვებულებას, არ უნაზღაურებს ე.წ. ბიულეტენზე ყოფნის პერიოდს. მიუხედავად პროფკავშირების არაერთი მოთხოვნისა, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება სრულყოფილი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ფორმით,“ – გვიხსნის სურმავა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე პრობლემას აღიარებს და განმატავს, რომ უფლებრივ ნაწილში შომის ინსპექციის აღსულების მექანიზმი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობაზე თანახმაა.

„შრომის უსაფთხოების ინსპექტირების აღსრულების ნაწილში გვაქვს  სანქცირების უფლება და შეგვიძლია გაუფრთხილებლად შევიდეთ კომპანიებში შესამოწმებლად. უფლებრივ ნაწილში ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციით შემოვიფარგლებით, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ კომპანია წამოვა ჩვენთან თანამშრომლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკონტროლოთ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შრომითი ერთიერთობები. თუმცა პალამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი ამ საკითხზე და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში შრომის ინსპექციას კანონით ამ ნაწილშიც მიენიჭება მოკვლევისა და სანქცირების  უფლება“, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები