“ავლაბრის რეზიდენცია აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის, ავლაბრის რეზიდენციის მთავარი ფუნქცია ხალხის მომსახურება იქნება. მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება მას ახალი ფუნქცია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ  რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.

​ 

მსგავსი თემები