“ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე” – მამუკა ბახტაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.  

პრემიერის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა.

“ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე. დღეს, 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღემ, მართლაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ქართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ქართველი ერი 30 წლის წინ გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები