კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს და მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ხეობაში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი, რასაც მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. 

კახა კალაძის განცხადებით, უმკაცრესად დაისჯება ის სამშენებლო კომპანია,რომელიც ხეობაში სამშენებლო ნაგავს ჩაყრის. მერმა ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ნუ დაბინძურებენ ხეობას. 

„აქ  ბევრი სამშენებლო ნაგავია, აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი. უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ასეთი მშენებლობების მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია, ეკოლოგიაზე ზრუნვა, მწვანე სივრცეების შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და არ მოხდეს დაბინძურება-დანაგვიანება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მისივე თქმით, ასევე, დასუფთავდება ქალაქის გასასვლელი და შემოსასვლელი ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ფერდობებს „თბილსერვის ჯგუფი“ასუფთავებს.

მსგავსი თემები