გურჯაანში, ბიბლიოთეკა დაარბიეს

კახეთში,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ბიბლიოთეკა დაარბიეს.

როგორც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა ჯერ-ჯერობით უცნობია პირები, რომლებმაც ბიბლიოთეკაში კომპიუტერული ტექნიკა და წიგნები გაანადგურეს.

“პირებმა, რომლებიც ბიბლიოთეკაში ფანჯრიდან შეიჭრნენ, დაამტვრიეს კომპიუტერული ტექნიკა, თაროები, გაანადგურეს წიგნადი ფონდი. დამნაშავეთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ველოდებით გამოძიების შედეგებს. თუმცა სანამ პოლიცია მუშაობს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე,”- განაცხადა რუსუდან ასათიანმა.

ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ინიციატივით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც წიგნებს და თანხას აგროვებენ ბიბლიოთეკის დასახმარებლად.

რუსუდან ასათიანმა როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ბიბლიოთეკისთვის გარკვეული რაოდენობის წიგნები უკვე მოგროვდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა პროგრამის “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” ფარგლებში განახლდა. აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და განახლდა ახალი გამოცემებით. შენობა კი სოფლის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა.

მსგავსი თემები