ბათუმის სასპორტო სკოლამ მორიგი მედლები მოიპოვა

თბილისის ტანვარჯიშის ახალი დარბაზი სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა. ჩემპიონატზე ბათუმის სასპორტო სკოლამ ორი ვერცხლის მედალი მოიპობა.

ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა და მასში თბილისის, რუსთავის, თერჯოლის, ქუთაისისა და ბათუმის ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ.

ტურნირში, ბათუმის სასპორტო სკოლიდან ორი სამეული ასპარეზობდა და მათ ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია: სამეულმა – ანა გულაბერიძემ, ელენე შარაბიძემ და თეკლა მახარაძემ –კატეგორია დიდების მესამე თანრიგში მეორე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა, ხოლო მეორე ვერცხის მედალი საერთაშორისო პროგრამით,11–16 ასაკობრივ ჯგუფში, სამეულს – მარიმ ხაზარბეგაშვილს, ლიკა დევაძესა და იოანა შერვაშიძეს – ერგო.

მსგავსი თემები