„რატომ არ იცის სტუდენტმა უახლესი ისტორია – აი ამიტომ!“ – პროფესორი თამარ ბელქანია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შსს არქივის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ბელქანია 9 აპრილთან დაკავშირებით საკუთარ ფბ გვერდზე წერილს და საარქივო მასალას აქვეყნებს.

როგორც ბელქანია აცხადებს, სანამ ქვეყანაში არქივზე „მომჯდარი“ პირები გვეყოლება, წრეზე ვივლით და საკუთარი ისტორია არ გვეცოდინება. მისი თქმით, ისტორიის გააზრება სწორედ საარქივო მასალებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

„1989 წლის დღევანდელი დღე. ნორმალურმა ქვეყნებმა საკუთარი ისტორია მოიძიეს აღწერეს შეაფასეს და საკუთარი განვითარების ახალი ფურცელი გადაშალეს. აქ იყო ორი დღის წინ ლექტორის “აღმოჩენები” რომ უი, თურმე ახალმა თაობამ არ იცის რა მოხდა 9 აპრილს(?!). მაპატიეთ მაგრამ თქვენ რა იცით 9 აპრილის შესახებ?ისტორია რომელიც ცალმხრივი სუბიექტური ან პარტიულია ჯობია საერთოდაც დავიწყებას მიეცეს, რადგან სანახევრო სიმართლე არ არსებობს. ისტორია კი ჩემთვის ზუსტი მეცნიერებაა. აი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროების თეორიული შანსიც არ იყო მაშინ როდესაც ჯუმბერ პატიაშვილი კრემლში აგზავნიდა სწორედ დღევანდელ დღეს. ასეთი შიფრტელეგრამა სამი ქვეყნის დახურულ არქივში ინახება(რუსეთი, აშშ საქართველო) და მის გარეშე სწორედ 9 აპრილის ისტორია არის ემოციასა და დოკუმენტურ კადრებზე დაყრდნობილი არაფრისმომტანი ნარატივი. ქართული მეცნიერების მთავარი პრობლემა დღეს თემის მონოპოლიზება, კლანური აზროვნება და თემური დაჯგუფებებია, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან! არარსებული რეცენზირების კულტურა კიდევ ცალკე ტრაგედიაა, და ამ კატეგორიას მიეკუთვნება არქივებზე “მომჯდარი” უწყებები თუ პირები, გეგონება რომ ოჯახურ საგანძურს აზიან. ხოდა ასე ვივლით წრეზე და ზოგიერთები ისევ აღშფოთდებიან – რატომ არ იცის სტუდენტმა უახლესი ისტორია. აი ამიტომ!“

მსგავსი თემები