“ფრთხილად იყავით… ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს“ – ჯო ბაიდენი

  ისრაელზე თავდასხმების გამო აშშ-ის პრეზიდენტი ირანსაც აფრთხილებს. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ირანმა ამ შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და იმეორებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ აქვს. „ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელის თავდაცვის ძალებს. საუბარია  საბრძოლო მასალებზეც, ჩამჭრელ რაკტებებზე „რკინის გუმბათისთვის. უკვე გადავიყვანეთ ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს. მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს – ფრთხილად იყავით“, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი. მისივე თქმით, აშშ აქტიურად იქნება ჩართული ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლების პროცესში.