დავით სერგეენკო: „გივი მოდებაძეს აქვს სურვილი და მზაობა, რომ სხვისი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს“

„იმისათვის, რომ ის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს,  აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც,  გარდა იმისა, რომ აქვს  მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე.

მისი თქმით, ჭიათურას დიდი ისტორიული ღირებულება და პოტენციალი აქვს. იმისთვის, რომ ეს პოტენციალი გამოვიყენოთ, ქალაქს სათავეში სჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ყურად იღოს თითოეული თქვენგანის საჭიროებები და პრობლემები.

„ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ვიცი, მას აქვს ამის რეალური განცდა,  ხედვა და იმის სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. ბატონ გივი მოდებაძეს დადასტურებული აქვს თავისი განვლილი ცხოვრებით, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძოს ნაბიჯები უკეთესობისკენ. მე გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას ამ ადამიანისადმი და ასევე, გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას თითოეულ თქვენთაგანს“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები