გივი მოდებაძე: „ერთად ჭიათურის აღმშენებლობისთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“

 პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდადატად გივი მოდებაძე წარადგინა.

მერობის კანდიდატმა ჭიათურელი ამომრჩევლის წინაშე წარდგინებისას ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 

„ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება . დასრულდება  24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა, მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი, სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები, დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები,” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსგავსი თემები