პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა

სამეგრელოს მოსახლეობას პრრემიერ-მინიტრმა, მამუკა ბახტაძემ, ზუგდიდის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის უპირატესობები, პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობები გააცნო.

პრემიერის დახასიათებით, გეგა შენგელია არის მაღალი პროფესიონალია უნიკალური გამოცდილებით, აქვს სუფთა წარსული ადა არის საკუთარ ქალაქზე შეყვარებული, მისი გულწრფელი გულშემატკივარი. ამიტომაც, ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ის უალტერნატივოა.

„ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?! დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. გარდა ამისა, გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია. რაც ყველაზე მთავარია, გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული ტქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია,“ – განუცხადა მეგრელ ამომრჩეველს მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინიტრმა ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლილსას სამეგრელოს მეზობელი კუთხე, აფხაზეთიც გაიხსენა. მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპეტქივის წარმოჩინებით შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას.

„თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ერთგულების. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი – ულამაზესი აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, ღმად მწამს, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპეტქივის წარმოჩინებით აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა უკვე დასრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოყოფილია  50 მილიონი ლარი, ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი. ბახტაძემ ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობაც დააანონსა.

„ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს, გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია – ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები