ნატო კავკასიის რეგიონში ფსონს ოფიციალურ თბილისსა და კიევზე დებს

ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერება იყო. ამ კონტექსტში კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი დასაყრდენი ძალა საქართველო და უკრაინაა. ალიანში ფიქრობენ, რომ აუციელებლია საპასუხო ნაბიჯები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, კიბერთავდასხმებზე, დემოკრატიულ პროცესებში უარყოფითად ჩარევასა და ნატოს მოკავშირეების შევიწროვებაზე.

სამხერდო ანალიტიკოსი, ირაკლი ალადაშვილი, მედიაცენტ „მთავართან“ საუბრისას ამბობს, რომ ნატოს ნაბიჯები უფრო კონკრეტული  და მიზანმიმართული ხდება. სამხედრო ექსპერტი მიესალმება შავი ზღვის აუზისთვის ნატოს მიერ სპეციალური პაკეტის შექმნას, რომელიც თვალთვალის გაძლიერებას და რუსული საფრთხეების ნეიტრალიზებას გულისხმობს. ანალიტიკოსს არ უკვირს, რომ ვაშინგტონმა კავკასიის რეგიონში ფსონი ოფიციალურ თბილისსა და კიევზე დადო, რადგან წლებია, საქართველოც და უკრაინაც ალინსის ძლიარი პარტნიორი და „რუსეთის მხვერპლია.“

„ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორი აქცენტები გააკეთა. მან მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინული გემები და უკრაინელი მეზღვაურები. საქართველოსთვის შექმნილი სპეცუალური პაკეტი სამხედრო სწავლების ინტენსივობის ზრდას და სანაპირო დაცვის წვრთნების გაძლიერებას  გულისხმობს. ეს, უდავოდ, ესაჭიროება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. პაკეტში გაწერილია სამხედრო პორტებში ვიზიტები და, ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ შავ ზღვაში  უკვე პატრულირებს ნატოს ძალების ერთი ჯგუფი, რაც, უდაოდ, დიდი მხარდაჭერაა,“ – განაცხადა ალადაშვილმა.

ალიანსის საიუბილეო მინისტერიალზე გააკრიტიკეს თურქეთი რუსული ეს400 -ის შეძენის გამო. ირაკლი ალადაშვილი ნატოს მესიჯს აზუსტებს და განმარტავს, რომ ოფიციალური ანკარა ამ ეტაპზე შესყიდვაზე უარს არ ამბობს, რითაც საფრთხეს უქმნის ნატოს შეიარაღებას რეგიონში.

ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე მეხუთე თაობის ინტერნეტი, რაც, როგორც წესი, კიბერშეტევების დროს გამოიყენება. ისაუბრეს ასევე ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოკორეადან მომდინარე რისკებზეც.

ალიანნსს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება უკვე დეკლარირებული აქვს. ესაა საბიუჯეტო ორპროცენტიანი ზღვარი წევრი ქვეყნებისთვის.

ნატო არსებობის 70 წელს ითვლის. თორმეტმა ქვეყანამ ჩრდლოატლანტიკურ ხელშეკრულებას 1949 წლის 4 აპრილს  ვაშინგტონში მოაწერეს ხელი და რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმისას ერთობლივ საპასუხო ქმედებებზე შეთანხმდნენ.

ავტორი: ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები