,,მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე”- ლევან ხაბეიშვილი

   მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა ყველა ერთად შევთანხმდეთ, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია. „ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ კარგად ნახა, მათ შორის ფარცხალაძეს „ფეესბეს“ აგენტის დამცველები. ეს ადამიანები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან ჯერ არ არიან მხილებული და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა, ვინც იცავს ფარცხალაძეს, ჩართული არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, ანუ საქართველოს ღალატში. დღეს ფაქტობრივად საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში. … ვრცლად ,,მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე”- ლევან ხაბეიშვილი