ხელჩართული ჩხუბი, გინება, დაპირისპირება პარლამენტში

  ხელჩართული ჩხუბი, გინება, დაპირისპირება პარლამენტში – სდომათა დარბაზის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პარლამენტში ვითარება ფაქტობრივად უკონტროლოა. ”რუსო” სწორედ  ამ შეძახილებით შეაწყვეტინა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგი ოპოზიციამ. ,,შე რუსო, გამოდი აბა დამელაპარაკე, შე რუსო შენ, ხელი გაწიე. შე რუსო, აი ესე რომ ჰყავხართ გარშემორტყმული, იმის ეშინიათ, რომ ახლოს მივიდე უბრალოდ. კობახიძე შე რუსო, რიმა ბერაძე იცავს კობახიძეს შეგიძლიათ ნახოთ, ჩემგან იცავს, შე რუსო” – მიმართა ანა წითლიძემ კობახიძეს.