14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

აფხაზეთის 13-თვიანი ომი 14 აგვისტოს დაიწყო. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია.

აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე სტატისტიკური მონაცემებით სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდოველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი _ 3 150 ეროვნებით ქართველია.

მსგავსი თემები