წუხელ, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან დაფიქსირდა. როგორც „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მიწისძვრა თბილისის დროით 02:31 დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრას ნგრევა ან სხვა სახის ზარალი არ გამოუწვევია.
მსგავსი თემები
-
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა
ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და... -
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას”... -
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს. განცხადების თანახმად,...