“2020 წელს 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს” – ეკატერინე ტიკარაძე

2020 წელს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა, რომელიც ჩვენს დევნილ მოსახლეებს გადაეცათ და 21 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1000-მდე ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი სახლი. ასევე, 2020 წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები და ეს გეგმები არის, რომ 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები