“ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორეში ჩაიდო”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, რთული მისახვედრი და გასაკვირი არ არის, თუ რატომ დაუთმო მეტი დრო „რუსთავი 2-მა“ გრიგოლ ვაშაძის უფასო პოლიტიკურ რეკლამა. ფასიანი რეკლამის უმეტესი წილიც რუსთავი 2-ზე განთავსდა.

„კვლევა დამაფიქრებელია. სხვა ინფორმაციაა მიწოდებული კანდიდატთა საარჩევნო შტაბებიდან და სხვა ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული რუსთავი 2-ს. ცდომილებაა იმ თანხის ოდენობებს შორის,რაც დახარჯა დეპუტატმა თავისის ფასიანი რეკლამისთვის. სხვაობა დიდია და დეტალურად დაინტერსებას მოითხოვს. გამოდის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორეში ჩაიდო. აქ პოლიტიკური დასკვნის გაკეთება მარტივი ხდება, რაც არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის არის საინტერესო,“ – აცხადებს ვიცე-სპიკერი.

იმავე აზრს იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც. მისი თმით, კვლევა ადასტურებს რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნაციონალურ მოძრაობასა და რუსთავი 2-ს შორის ზრღვარი წაშლილი იყო. მისივე აზრით, ტელევიზია ტენდენციურად მუშაობდა გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ. მარეგულირებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ კვლევაზე დაყრდნობით, თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპაბიაში „რუსთავი ორი“ წარმოდგენილი იყო როგორც მხარე.

„კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც აშკარაა, რომ „რუსთავი ორი“ საარჩევნო პერიოდში სტანდარტების დარღვევით საქმიანობდა ნაციონალური მოძრაობისა და მისი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ. საუბარია მილიონზე მეტი ღირებულების პოლიტიკურ რეკლამაზე,რომელიც დამზადებულია სტანდარტების დარღვევით. ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები