საქართველოში, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ქალები და ბავშვები არიან

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული ფორმაა, რომლის მსხვერპლიც საქართველოში ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან.

სახალხო დამცველის აპარატის კვლევით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი ადამიანები ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლოატაციის წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია.

“2018 წლის განმავლობაში, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 6 ქალს, ხოლო მსხვერპლის სტატუსი 2 ქალს,”- წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მსგავსი თემები