სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება – პროკურატურა

საქართველოს გენერალურ პროკურატურა, ზუგდიდის N6-ე საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს ეხმაურება. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი დაზარალებულად ცნოს, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.

პპროკურატურის ინფორმაციიით, გამოიკითხა 90-მდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

ასევე, ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება. განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით”, – განაცხადეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

მსგავსი თემები