ტურისტებით გადავსებულ რესტორნებში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა – შემოწმებულია 51 ობიექტი

რესტორანი „მწვადი წალამზე“ – ვადაგასული პროდუქტი; „კალანდა“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „ასტორია“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „არტ-„ჰაბი“ – კრიტიკურლი შეუსაბამობა; „ორთაჭალის ხაში“ -კრიტიკული შეუსაბამობა; რესტორანი „ორთაჭალა“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „სუში ბარი“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „ინდური რესტორანი“ – კრიტიკული შეუსაბამობა; „პურის სახლი“, „კაფე კალა“ – ეს იმ ობიექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა და სანქცია დაუწესა.

ძირითადად, საუბარია თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში განთავსებული 51 კვების ობიექტებზე, საიდანაც 12-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შარშანდელთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია.

„უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეისათვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

მისივე ინფორმაციით, კრიტიკული შეუსაბამობა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მაღალ რისკს უქმნის და ასეთ შემთხვევებში, ვითარების გამოსწორებამდე, ობიექტს ფუნქციონირება უჩერდება.

მსგავსი თემები