თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ფერდობის დასუფთავებას მიმდინარეობს

​თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, ზვიად გამსახურდიას სახელობის (მტკვრის მარჯვენა) სანაპიროს მიმდებარედ არსებული, გამწვანებული ფერდობის დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბურ სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება. ფერდობზე გაისხლება და დაფორმირდება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება მწვანე-საფარი.

“მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წლის განმავლობაში არ განხორციელებულა,” – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი თემები