ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან, მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ადამიანი ამოიყვანეს, მეორე მუშას კი ამ დრომდე ეძებენ.

ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, #5-ის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაობის დროს, მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სმედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს- გამოძიება 240 მუხლით დაიწყო.

რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები