საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილი ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციების გამო, სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განცხადებით მიმართავს.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მოერიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები.

გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689,” – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები