მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას

  „ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს“ – აცხადებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში და ვრცელ განცხადებას ავრცელებენ. „რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების … ვრცლად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას