უსაყვედურეთ მათ, ვინც გამოიქცა და ჯარი ასწლოვანი პატრიარქის იმედად დატოვა – თეა წულუკიანი ნაცმოძრაობას

“რაც შეეხება თქვენს ბრალდებას, შეიარაღებული ძალების ინტერესებს არ იცავო, მოდით ეს თქვენს ყოფილ თანამდებობის პირებს უსაყვედურეთ, თავდაცვის მინისტრებს, იმათ, ვინც ჯარი მიატოვა და გამოიქცა”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქმე რუსეთის თემას ეხება, უკადრებელი არ უნდა იკადრონ.

“რაც შეეხება თქვენს ბრალდებას, შეიარაღებული ძალების ინტერესებს არ იცავო, მოდით ეს თქვენს ყოფილ თანამდებობის პირებს უსაყვედურეთ, თავდაცვის მინისტრებს, იმათ, ვინც ჯარი მიატოვა და გამოიქცა, თვითონ ცოცხალი დარჩა და მიცვალებულები იქ დატოვა, ლამის ასწლოვანი პატრიარქის იმედად, იმათ უსაყვედურეთ ჯარის ინტერესების უგულვებელყოფა და ჯარისკაცების ცემა-ტყეპა.

რაც შემეხება მე და თითოეულ იუსტიციელს, და ჩვენ ბევრნი ვართ, ვდგავართ ჯარის ინტერესების და ჩვენი სახემწიფოებრივობის ინტერესების სადარაჯოზე.

როგორც ქალბატონ სალომეს ვთხოვე, ისე თქვენ გთხოვთ, რომ რუსეთის თემაზე, როდესაც გამოძიებას ეხება საქმე, უკადრებელს ნუ ვიკადრებთ, იმიტომ, რომ ეს აზიანებს საერთო ინტერესს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები