ბათუმში მოკლული და სანაგვეზე გადაყრილი ძაღლები იპოვნეს

ქალაქ ბათუმში ნაგავსაყრელზე მოკლული და დაყრილი ძაღლები იპოვეს. წყაროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე მკვდარი ძაღლები ხშირად მიკროავტობუსით გვიან ღამით მიჰყავთ. დახოცილი ძაღლები პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში უპატრონო ძაღლებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სევერი” ზრუნვას, თუმცა კომპანია ძაღლებს არ კლავს, არამედ ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ მარხავს.

კომპანია “სევერის” წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან.

ჯემალ გოგიტიძის თქმით, ისინი ცხოველებს არ ხოცავენ და ადამიანი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

“ამ საკითხით ალბათ სამარლდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან. მეც დაინტერესებული ვარ, რომ გამოიძიონ, როგორ მოხდა დალუქული ე.წ. ბეიკერის ორმოების გახსნა. ამ ქალბატონის მისვლის შემდეგ ბოქლომები აღარ არის. ეს შეგნებულად გაკეთებული პროვოკაციაა”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები