პარლამენტთან დაკავებულებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ყურადღებით აკვირდებიან მშვიდობიანი აქციისას დაკავებულებთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს.

„მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები