ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარია მოხდა. სოფელ ქვალონში ავარიას 1 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შეჯახება მსუბუქ და პროდუქტების სადისტრიბუციო მანქანას შორის მოხდა. ჩვილი გარდაიცვალა, ერთი მოზარდი კი დაშავდა.
დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.