თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონია 14:00 საათზე, თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართება. შემდეგ კი, პრეზიდენტი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს.

17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებს საზეიმო სადილზე უმასპინძლებს.

თურქეთში, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური დელეგაცია ჩადის.

მსგავსი თემები